მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გადაუდებლად მიმაჩნია საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება“ - მამუკა ხაზარაძე

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი

პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია შეიქმნას „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ მძლავრი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აშშ-ის სამხედრო ნაწილები განლაგდება. 

„საქართველოსა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას.

„სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ემატება რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს მძლავრი გავლენა, რომელსაც ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. მეხუთე კოლონა, რომელსაც საქართველოში ფესვები შეუზღუდავად აქვს გადგმული და გადასულია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაზე.

ღიად პრორუსული ძალები და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა საზოგადოებრივ პლატფორმებზე არიან მოკალათებული, დაუფარავად ცდილობენ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ.
ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული პოლიტიკური პროცესი დიდი ხანია ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიულ ხაზებს კვეთს.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ მძლავრი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება:

1. საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო ასევე ეკონომიკური კუთხით.

2. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და მის მოქალაქეებს მისცემს სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებას.

3. „ლუსტრაციის კანონი” - ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება - მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატში ამ და სხვა საკითხების საფუძვლიანად მოსამზადებლად და განსახორციელებლად“, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, აუცილებელია გაძლიერდეს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა.

„ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა იყოს ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვჭირდება ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, დასავლელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ინტენსიური მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად და რეალურ ცხოვრებაში განსახორციელებლად.

საქართველოს აქვს შანსი გახდეს ძლიერი ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც მიმზიდველი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის, როგორც სანდო მოკავშირე და პარტნიორი“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „არ გახვიდეთ გარეთ, ღმერთი გიშველით, ან ამერიკა, ან უცხოპლანეტელები“ - ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა

„ვარდების რევოლუციის იდეა ბოლომდეა მისაყვანი“ - ელენე ხოშტარია

„ექიმს ფულს ხალათში აღარ უკუჭავდი, დამარცხდა კორუფცია, კრიმინალი, ეს „ვარდების რევოლუციამდე“ წარმოუდგენელი იყო“ - მელია