მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთან ჯგუფის დასკვნის შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია. 

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მათ არ აქვთ მოლოდინი რომ ხელისუფლება გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს. 

„ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ამჯერად უკვე საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტების ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა აუცილებელია. აქამდე ჩვენ მსგავსი დასკვნა გვქონდა მოსმენილი თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმისგან.

იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლების მიზანი იქნებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბუნებრივია მათ ეს დიდი ხანია გაკეთებული ექნებოდათ. ვიცით, რომ ისინი სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმძღვანელობენ არა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. 

არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ მათგან გონივრულ ქმედებებს ველოდოთ“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ამასთან, ბექა ბასილაიას თქმით, ძალიან ყურადსაღებია ის დასკვნა რაც ლომჯარიას ეგიდით შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა დადო.

„კონსილიუმი, რომელიც შეიკრიბა, არის მაღალი კომპეტენციის და ძალიან მაღალი რეპუტაციის ექიმებისგან დაკომპლექტებული. შესაბამისად, მათი დასკვნა არა მხოლოდ ყურადსაღებია, არამედ სავალდებულოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული. ამ დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცველი.

ეს დასკვნები სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მოეგებიან გონს და იმოქმედებენ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ინტერესებით, არ გაჰყვებიან იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც ღარიბაშვილს ჰქონდა დაანონსებული, სრულიად არაჰუმანური, რომ უნდა გარდაიცვალოს თურმე“, - დასძინა ბასილაიამ. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 19 ნოემბერს თბილისში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია გაიმართება

🔴 სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა