მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გავრილოვის ღამე“ მიღებული ტერმინია, კონკრეტულ დეპუტატებს რომ რაღაც ტერმინები არ მოეწონათ, მიუთითებს, რომ არ გააჩნიათ ელჩის მიმართ ნამდვილი პრეტენზიები - სანდრო რაქვიაშვილი

ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია „გავრილოვის ღამით“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებებით და ანტიდემოკრატიული ქმედებებით დაიწყო და არა დასავლელი პარტნიორებისგან.

ელჩის მიერ „გავრილოვის ღამის“ ხსენებამ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრები გააღიზიანა.

„გავრილოვის ღამე“ მიღებული ტერმინია და ეს რომ ვთქვათ, ყველა გაიგებს, რაზეა საუბარი. სახელმწიფო ორგანოებზე შტურმი შეიძლება, გაუგებარი იყოს. მით უმეტეს, რომ მე საერთოდ მივიჩნევდი, რომ იმ დღეს უნდა შეეშვათ პარლამენტში და პირიქით, სასაცილო აღმოჩნდებოდა ამდენი ქართველი, გაოფლიანებული მამაკაცი რომ შევარდნილიყო პარლამენტის ეზოში, მაგრამ მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩვენს თანამედროვე ისტორიაში.

ასე რომ, მგონი, საერთოდ პრობლემა არ არის, როგორ აფასებს ამას ელჩი. ხომ გასაგებია, რა თქვა ელჩმა. მისი განცხადების შინაარსი გასაგებია. ის, რომ რაღაც ტერმინები არ მოეწონათ კონკრეტულ დეპუტატებს, ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ნამდვილი პრეტენზიები ამერიკისა და კონკრეტულად, ელჩის მიმართ მათ არ გააჩნიათ. რადგან თავიდან მათი აქტივობა იმით დაიწყო, ახლა ჩვენ რაღაც სიმართლეს ვიტყვითო, ამდენი ხანი გავიდა და არაფერი მნიშვნელოვანი არ იყო ნათქვამი. დისკუსია კი უკვე გადავიდა ასეთ წვრილმანებზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ამ თემას საერთოდ ამოწურავს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ

👉 „მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს“ - სოსო გოგაშვილი

👉 „ქართულ ოცნებას” არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა, ეს არის პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია - იაგო ხვიჩია

👉 „ქერჩის ხიდი უნდა დაინგრეს, არ აქვს მნიშვნელობა რუსების ნებაყოფლობით მოხდება თუ არა“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოდის - ბრიტანული დაზვერვა