მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ ოცნებას” არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა, ეს არის პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რეალურად შედგეს შეთანხმება. მისი თქმით, მმართველი გუნდი ნერვებს უშლის ოპოზიციას, რომ შემდეგ ნერვებმოშლილზე მათი რადიკალიზაცია მოხდეს.

„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ ამ შეხვედრებთან დაკავშირებით, ყველა შეხვედრას, რომელიც ევროინტეგრაციის ფორმატში იმართება, აქვს ერთი და იგივე დამახასიათებელი ნიშანი. შეხვედრა იწყება „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა არანაკლებ ნახევარსაათიანი გამოსვლით, რომლის დროსაც დაისმება ერთი ისეთი საკითხი, როგორიცაა მაგალითად, ვიღაცის სადღაც არ დაშვება, ვიღაცის შეზღუდვა, ვიღაცის კრიტიკა, რასაც სხვების მხრიდან ერთსაათიანი დისკუსია მოჰყვება. ყველა იქ მყოფი გამოთქვამს აზრს ამასთან დაკავშირებით.

საათ-ნახევარში ხალხი იღლება. შემდეგ შემოდის ერთ-ერთი სრულიად უმნიშვნელო საკითხი და თუ ვინმეს ენერგია შერჩა, იმ საკითხი გასვლის დროს ბოლომდე ეცლება ეს ენერგია. შემდეგ ეს შეხვედრა მთავრდება და იწყება ახალი შეხვედრა. ჯერჯერობით მთელი პროცესი ესაა. რაც ამ პროცესში თვალსაჩინოა, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას” უბრალოდ არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა. ეს არის ერთგვარი პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია. ამიტომ, ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ცოტა მსუბუქად, ირონიით შეხედონ ამ საკითხს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ირონიული საკითხი. მაქსიმალურად დააკვირდნენ იმას, როგორ ცდილობს „ქართული ოცნება”, არანაირი შეთანხმება არ შედგეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ქერჩის ხიდი უნდა დაინგრეს, არ აქვს მნიშვნელობა რუსების ნებაყოფლობით მოხდება თუ არა“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოდის - ბრიტანული დაზვერვა

👉 „არ შეიძლება, ადამიანმა ფულის გამო ლუციფერივით ივანიშვილს მიყიდო სული, სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა“ - პაატა მანჯგალაძე

👉 ალბათ, სახალხო უნდა მოვაშოროთ, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ - თორნიკე რიჟვაძე ნინო ლომჯარიაზე

👉 „რუსეთს სურს, ხარკოვი გადააქციოს, როგორც ალეპო-2016, გროზნო-1996 ან ვარშავა-1945, ხარობს სისხლში ცხოვრებით“ - მიხაილო პოდოლიაკი