კონფლიქტები

„ქერჩის ხიდი უნდა დაინგრეს, არ აქვს მნიშვნელობა რუსების ნებაყოფლობით მოხდება თუ არა“ - მიხაილო პოდოლიაკი

მიხაილო პოდოლიაკი
1660815790
დაკოპირებულია

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ქერჩის ხიდი, რომელიც რუსეთმა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ააშენა, უკანონო ობიექტია და მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, ამისთვის კი რუსების ნებართვა საჭირო არ არის.

„ქერჩის ხიდის შესახებ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყირიმი ეს უკრაინაა. ასე რომ, ეს ხიდი არის უკანონო ობიექტი, რომლის მშენებლობის ნებართვა უკრაინას არ გაუცია. ის ზიანს აყენებს ნახევარკუნძულის ეკოლოგიას და საჭიროა მისი დემონტაჟი. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოხდება ეს - მოხდება ეს რუსების ნებაყოფლობით თუ არა“, - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, ქერჩის ხიდი ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსულმა მხარემ ააშენა, რომლის სიგრძეც 19 კილომეტრია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოდის - ბრიტანული დაზვერვა

👉 „არ შეიძლება, ადამიანმა ფულის გამო ლუციფერივით ივანიშვილს მიყიდო სული, სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა“ - პაატა მანჯგალაძე

👉 ალბათ, სახალხო უნდა მოვაშოროთ, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ - თორნიკე რიჟვაძე ნინო ლომჯარიაზე

👉 „რუსეთს სურს, ხარკოვი გადააქციოს, როგორც ალეპო-2016, გროზნო-1996 ან ვარშავა-1945, ხარობს სისხლში ცხოვრებით“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 რუსეთი ცდილობს, ყირიმზე თავდასხმები ტერორისტულ თავდასხმებად აქციოს, რათა ყურადღება გადაიტანოს თავისი სამხედრო დანაშაულებისგან - ISW