მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედს ვიტოვებთ, გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება“ - გიორგი ბურჯანაძე პენიტენციურის და იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმებაზე

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების საკითხს გამოეხმაურა

გიორგი ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება. 

„ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია მისი როგორც ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. სახალხო დამცველის მოწოდება პატიმრების მიმართ ყოველთვის არის, რომ მაქსიმალურად მოხდეს მკურნალობის მიღება. 

ის ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, პატიმრის პირადი უფლებების დარღვევის მაგალითია. მიგვაჩნდა, რომ ეს წარმოადგენდა ადამიანის უფლებების დარღვევას. ძალიან გვიხარია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და მათ ამგვარად შეაფასეს საკითხი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება“, - აცხადებს ბურჯანაძე.  

ინფორმაციისთვის, სააკაშვილის კადრების გასაჯაროებისთვის პენიტენციური - 2 000, იუსტიციის სამინისტრო კი - 500 ლარით დააჯარიმეს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „სალომე ზურაბიშვილმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის“ - ხიდაშელი სააკაშვილის შეწყალებაზე

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი