მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - პენიტენციური სამსახურის განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

ამავე თემაზე:

✔️ „კონსილიუმის აზრით, აუცილებელია სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში“ - ნიკოლოზ ყიფშიძე

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“ - სააკაშვილი