მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ესკორტი ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შევიდა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია იმყოფება. ასევე, ადგილზე არიან სააკაშვილი ადვოკატები ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ამასთან, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე იმყოფება ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი