მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერი ქართველ ხალხზეა და არა ევროპელ პარტნიორებზე“ - გიორგი ვაშაძე

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკომისიის წარმომადგენლის მაიკლ რუპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში. ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ“.

ვაშაძის თქმით, საქართველოში დეკემბერში ჩამოვა შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, ეკუთვნის თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. 

„დეკემბრისთვის იქნება მოვლენილი შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს საქართველოს. შეასრულა თუ არა ქვეყანამ მასზე ნაკისრი ვალდებულებები 12 პუნქტიდან გამომდინარე. ამის შემდეგ ითქვა, რომ შემდგომი პროცედურა შეიძლება, იყოს 2023 წელს, მაგალითად, იანვარში. დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რეფორმები განხორციელდა თუ არა, დეკემბერში გაკეთდება. ამიტომ, ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს იმისგან, რაზედაც აჟიოტაჟი ასატეხი არ არის. თუ დეკემბერში საქართველო ყველა რეფორმას შეასრულებს, იქნება მხოლოდ პროცედურა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერი უნდა შეიკრიბოს და თქვას, დიახ, საქართველომ ვალდებულებები შეასრულა და კანდიდატის სტატუსს ვაძლევთ. ეს შეიძლება, იყოს იანვრის მეორე ან მესამე კვირაში. საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა – რეფორმები დეკემბრამდეა გასაკეთებელი. ჯერი ქართველ ხალხზეა და არა ევროპელ პარტნიორებზე.“, - განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და პირობების შესრულების კვალდაკვალ, კანდიდატის სტატუსი უახლეს ვადაში უნდა მოვიპოვოთ“ - ლევან ბეჟაშვილი

👉 „ჯეროვანი პატივისცემა არ გამოიჩინეს ჩვენ მიმართ, ზოგადად, ოპოზიციას შორის ურთიერთობა არასწორია“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა არის ყველა მხარეზე, განსაკუთრებით კი, ჩემი აზრით, მედიაზე“ - ლევან იოსელიანი

👉 ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე იმდენი ხანია რიგგარეშე სესიაზე საუბრობენ, რომ უკვე მალე მორიგი სესია მოვა - შალვა პაპუაშვილი

👉 ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს გადაუგზავნის