მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კადრები მოიცავს სხვადასხვა პერიოდს და პირდაპირ ასახავს რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი - გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და მოუწოდა, რომ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგას. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სიტუაცია არის უმძიმესი და „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა.

„სიტუაცია არის უმძიმესი, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საქართველო არ დგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას აგვარიდოს. 

პირველად რეზოლუციაში ნათქვამია მკაფიოდ პერსონალური სანქციების შესახებ ბიძინა ივანიშვილის და მის გარემოცვასთან მიმართებით, პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციამ პირდაპირ და ცალსახად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი როგორ მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიასთან მიმართებით. მე მინდა მივმართო მას, პასუხი რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას გასცა, ეს არის წამების ამსახველი ვიდეო და ეს ვიდეო არის დამონტაჟებული. 

ეს კადრები მოიცავს სხვადასხვა პერიოდს და პირდაპირ ასახავს რა მძიმე მდგომარეობაშია ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილი და როგორ უნდათ ერთი ლუკმის ჭამის ფაქტი აქციონ რაღაც ამბად. ამიტომ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თქვენ სრულიად ევროკავშირმა მოგმართათ და დაგაკისრათ პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი გადადგათ. 

„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა. ეს არის ფაქტი და შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს მკაფიო პოზიცია თქვენი მხრიდან. თქვენ რას აპირებთ ეს გვაინტერესებს და მოგმართავთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის პირდაპირ ნახსენები“, - აცხადებს ვაშაძე. 

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. კადრები 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდით თარიღდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ არა მხოლოდ შურისძიებაა რუსული საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა - ელენე ხოშტარია სააკაშვილის კადრებზე

✔️ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რეგვენებო, საქმე გაქვთ საქართველოს პრეზიდენტთან - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის კადრებზე

✔️ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ასაჯაროებს

✔️ უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

✔️ „ლელო“ დაჟინებით მოითხოვს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს

✔️ პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს