მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთელი სახელმწიფო ლეღვის ფოთლად არის ამ ერის სიმახინჯეზე აფარებული... სასწრაფოდ ციხეში!“ - ნათელაშვილი რამიშვილზე

შალვა ნათელაშვილი და შალვა რამიშვილი

„რამიშვილისთვის საფრთხეა გარეთ ყოფნა, ვიღაც დაზარალებულის ახლობელი შეხვდება და შეიძლება, თავი გადაუხეთქოს შუაზე“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა POSTV-ის ხელმძღვანელზე, შალვა რამიშვილზე საუბრისას განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, რამიშვილი სერიული მანიაკია და მისი ადგილი ციხეშია. 

„ასეთ დანაშაულზე [ეჭვმიტანილს] დაუყოვნებლივ აპატიმრებენ და მერე ირკვევა ყველაფერი. არავის არ ინდობენ. ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორები დაიჭირეს, კლინტონი რა დღეში ჩააგდეს, რა ექსპერტიზები არ უტარეს და აქ მთელი სახელმწიფო ლეღვის ფოთლად არის ამ ერის სიმახინჯეზე აფარებული. სასწრაფოდ ციხეში! სასწრაფოდ, მისივე უსაფრთხოებისთვის. რამიშვილი სერიული მანიაკია. როგორია, ვინმე მივიდეს გასაუბრებაზე ამისთანა ნაძირალასთან და მან დაუწყოს ასეთი ძალადობა, ეს საფრთხეა ყველა ოჯახისთვის. ასეთი ნაძირალებისგან ქვეყანა უნდა განიკურნოს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.  

ცნობისთვის, რამდენიმე ქალმა POSTV-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

აღნიშნულ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება მოძალადეს აგულიანებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გამოძიება ინფორმაციის გავრცელებისთანავე უნდა დაწყებულიყო - ნანუაშვილი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხზე

👉 ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია - მდინარაძე ზურაბიშვილზე

👉 ზურაბიშვილის მხრიდან ხშირად გაუგებარი განცხადებები კეთდება, კინკლაობაში არ შევალთ - ირაკლი კობახიძე

👉 20 დაღუპული და 29 დაშავებული - საუდის არაბეთში პილიგრიმების ავტობუსი ხიდს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა