მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

20 დაღუპული და 29 დაშავებული - საუდის არაბეთში პილიგრიმების ავტობუსი ხიდს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა საუდის არაბეთში

საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთში პილიგრიმების ავტობუსი ხიდს დაეჯახა. დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი. ამის შესახებ aljazeera იტყობინება.

მედიასაშუალების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა რამადანის პირველ კვირას მოხდა.

ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს მიაღწია, დაშავებულთა საერთო რაოდენობა კი დაახლოებით 29-ს შეადგენს“, - იტყობინება სახელმწიფო არხი Al Ekhbariya.

ალ-ჯაზირას ცნობით, დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ისინი მოსალოცად მიდიოდნენ.

ამასთან, როგორც ადგილობრივი გაზეთი იტყობინება, მძღოლმა სავარაუდოდ დამუხრუჭება ვერ შეძლო, ხიდს შეეჯახა, შემდეგ ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

„საუდის არაბეთის წმინდა ადგილების ირგვლივ მლოცველთა ტრანსპორტირება სახიფათოა, განსაკუთრებით ჰაჯის {მუსლიმთა პილიგრიმობა მექაში} დროს, გზები გადატვირთულია და საცობები იქმნება“, - წერს მედიასაშუალება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 დიმიტრი ჩიქოვანი პროკურატურასა და შს სამინისტროში POSTV -ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

👉 „ნატოს ეშინია“ - ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსებაზე

👉 ევროკავშირი ციფრულ საფულეზე გადასასვლელად ემზადება

👉 ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

👉 კრემლის მუქარა ვერ შეაფერხებს ნატოს უკრაინას დახმარება გაუწიოს - მარკ რუტე ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებაზე

👉 ნატომ უნდა მოძებნოს გზები, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - იან ლიპავსკი