მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბიშვილის მხრიდან ხშირად გაუგებარი განცხადებები კეთდება, კინკლაობაში არ შევალთ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. 

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ხშირად გაუგებარი განცხადებები კეთდება.  

„ხშირად კეთდება ხოლმე სამწუხაროდ ქალბატონი სალომეს მხრიდან გაუგებარი განცხადებები, შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ რაღაცა კინკლაობაში პრეზიდენტთან, იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით რა თქმა უნდა პრეზიდენტის ინსტიტუტს შეიძლება თავად არ უფრთხილდებოდეს კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, აქედან გამომდინარე მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

ცნობისთვის, პრეზიდენტი ზურაბიშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 31 მარტს წარდგება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 20 დაღუპული და 29 დაშავებული - საუდის არაბეთში პილიგრიმების ავტობუსი ხიდს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

👉 დიმიტრი ჩიქოვანი პროკურატურასა და შს სამინისტროში POSTV -ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

👉 „ნატოს ეშინია“ - ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსებაზე

👉 ევროკავშირი ციფრულ საფულეზე გადასასვლელად ემზადება

👉 ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა