მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოძიება ინფორმაციის გავრცელებისთანავე უნდა დაწყებულიყო - ნანუაშვილი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხზე

ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქალების შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. 

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, გამოძიება ინფორმაციის გავრცელებისთანავე უნდა დაწყებულიყო. 

„ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაციის გავრცელებისთანავე უნდა გამოძიება უნდა დაიწყოს სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით. ეს არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული და ამიტომაც, ხელისუფლების დუმილი ნიშნავს იმას რომ ისინი ხელს უწყობენ ძალადობას. 

ისინი პრაქტიკულად ძალადობას ახალისებენ. შემიძლია ვთქვა რას გავაკეთებდი მე. აუცილებლად დავდგებოდი მსხვერპლის გვერდით პირველივე წუთებიდან და ვეცდებოდი მაქსიმალურად მის მხარდაჭერას, ასევე მოწოდებას ხელისუფლების მისამართით რომ გადაედგათ ყველა ის ნაბიჯი გადაედგათ იმისთვის რომ დაცული ყოფილიყო მოქალაქის უფლებები“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი. 

ცნობისთვის, რამდენიმე ქალმა „პოსტივის“ ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 

აღნიშნულს საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება მოძალადეს აგულიანებს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია - მდინარაძე ზურაბიშვილზე

👉 ზურაბიშვილის მხრიდან ხშირად გაუგებარი განცხადებები კეთდება, კინკლაობაში არ შევალთ - ირაკლი კობახიძე

👉 20 დაღუპული და 29 დაშავებული - საუდის არაბეთში პილიგრიმების ავტობუსი ხიდს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

👉 დიმიტრი ჩიქოვანი პროკურატურასა და შს სამინისტროში POSTV -ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს