მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა „თავგამოდებულმა დამცველებმა“ - თაკო ჩარკვიანი

დეპუტატი თაკო ჩარკვიანი

„ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა „თავგამოდებულმა დამცველებმა“. მისი ცნობილი ფრაზა - „მიშა მოიცდის“, ესეც არ დაგავიწყდეთ ზოგიერთს. ჰოდა გეკითხებით, დარიშხანით და ორგანიზმში აღმოჩენილი ვერცხლისწყლით მოწამლული პუტინის ტყვე მოიცდის?!“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

👉 „ჩემს დაკავებას არ ვნანობ“ - სააკაშვილის სრული ინტერვიუ უკრაინულ გამოცემასთან

„ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა „თავგამოდებულმა დამცველებმა“, ზოგი გულწრფელად დამცველია, მაგრამ ბევრმა ტროლბოტად ქცეულმა „დამცველმა“ მორიგ ბრიფინგამდე და მორიგ დაპირებამდე, მორიგ სიცრუემდე მოიკითხეთ.

მისი ცნობილი ფრაზა - „მიშა მოიცდის“, ესეც არ დაგავიწყდეთ ზოგიერთს. ჰოდა გეკითხებით ახლა (ვისაც გეხებათ) დარიშხანით და ორგანიზმში აღმოჩენილი ვერცხლისწყლით მოწამლული პუტინის ტყვე მოიცდის?! ეგრე გააგრძელეთ მაგ „მელიას სტრატეგიით“ და მერე რომ დამძიმდება და გვიან იქნება სტატუსები გამოაცხვეთ და ბინძური კომენტარები ოპონენტებზე თავდასხმებით და იძახეთ „ჩვენი პარტიის საქმეებში ნუ ერევიან“. 

ჰოდა არ ერევიან.... ხომ მიაღწიეთ ამ მელიას იდიოტური და მავნებლური მესიჯბოქსით შედეგს... სირცხვილი და კატასტროფაა რაც ხდება“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინელებმა „კობზონის კონცერტის ბილეთი“ კიდევ 690 რუს ოკუპანტს მისცეს

✔️ პოდოლიაკმა განმარტა რა შემთხვევაში შეიძლება ომი სწრაფად დასრულდეს

✔️ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დივერსიისთვის უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

✔️ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა

✔️ ვერ ვხედავ მიზეზს პუტინთან შესახვედრად - ესტონეთის პრეზიდენტი

✔️  თელავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა