მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პერიოდულად შევამოწმებთ მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას - ლომჯარია სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

„პერიოდულად შევამოწმებთ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას, მივაწვდით ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მონიტორინგი გრძელდება და ის პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოსაც. 

„მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, დათანხმდეს გორის ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე. როგორც ექიმებისგან ვიცოდი, თითოეულ წუთს შესაძლებელია დამდგარიყო სასიკვდილო გართულება. ასევე, მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისითაც.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ხარისხს, მიმდინარეობას, უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა სტრასბურგის სასამართლოსაც მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

„დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით“ - სააკაშვილი