მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პიროვნებებთან ბრძოლებს ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ“ - ბექა დავითულიანი

„ქართული ოცნების“ სიის წევრი ბექა დავითულიანი - Pia.ge

„პიროვნებებთან ბრძოლებს ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. 

დავითულიანი აცხადებს, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან დებიძინიზაციაზე საუბარი პოლიტიკური პროცესის ნაწილია.

„რაც შეეხება დებიძინიზაციას, ევროპარლამენტარების მხრიდან ნათქვამს, ეს ნიშნავს მათ პიროვნულ პოლიტიკურ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან და ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ამ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს უნდათ, რომ ხელისუფლებას ფლობდეს არა ის ძალა, რომელიც ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით ფლობს, არამედ მათი მეგობრები.

ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, არ მგონია, მათ ეს გამოუვიდეთ და მგონია, რომ ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი და პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ, იმიტომ რომ მათი საქმე ქვეყნის ინსტიტუციონალური რეფორმირება, ინსტიტუციონალურად გამართვაა და არა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ რაღაც პიარის აგორება“, - აცხადებს ბექა დავითულიანი. 

შეგახსენებთ, გუშინ, 13 ივლისს ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ვადამ კი არ გადაიწია, სწრაფად ჩაგვიქროლა ევროკავშირში კანდიდატურის სტატუსმა“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა“ - კარლ ჰარცელი

👉 „თქვენი თავის გარდა, არავინ გიშლით ხელს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ“ - მარკეტა გრეგოროვა

👉 „ჭირვეულობის დრო არ არის“ - ლევან იოსელიანი

👉 „არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო“ - იაგო ხვიჩია