მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვადამ კი არ გადაიწია, სწრაფად ჩაგვიქროლა ევროკავშირში კანდიდატურის სტატუსმა“ - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი

„ვადამ კი არ გადაიწია, სწრაფად ჩაგვიქროლა ევროკავშირში კანდიდატურის სტატუსმა“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, შესაძლოა, საქართველო  კანდიდატობის გარეშეც გახდეს ევროკავშირის წევრი. 

ამასთან, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის პროცესი საქართველოში უკვე დაწყებულია.

როგორც შალვა ნათელაშვილი აცხადებს, ევროკავშირის სტატუსს ფორმალური სახე არ აქვს და ის ქვეყნისთვის ბევრ რამეს ნიშნავს. 

„ვადამ კი არ გადაიწია, სწრაფად ჩაგვიქროლა ევროკავშირში კანდიდატურის სტატუსმა, რაშიც სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება დანაშაულებრივ რეჟიმს და მხოლოდ მისი წასვლის შემდგომ დაიწყება ნამდვილი ეტაპების განხილვა, ევროკავშირში ჩვენი კანდიდატობის სტატუსისათვის. 

თუ მოვიცილებთ  ოლიგარქიულ რეჟიმს, შესაძლებელია, კანდიდატობის გარეშეც გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რადგან საგანგებო ვითარებაა, დიდი დაპირისპირებაა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების პირობებში, რა თქმა უნდა, ევროპის ინტერესი რომ გაფართოვდეს, იზრდება და შეიძლება მოხდეს ისე, რომ კანდიდატობას თავი ავარიდოთ და პირდაპირ წევრად მიგვიღონ.

ევროკავშირის  კანდიდატობა კი არის ვითომ ფორმალური სტატუსი, მაგრამ მთელი ინვესტიციები და ინვესტორები,  რაც ევროპა ამერიკაშია, წავიდოდნენ - არა პაკისტანში, ინდოეთში, თურქეთში არამედ - საქართველოში. როდესაც ნახავდნენ, ქვეყანა არის ევროკავშირი წევრობის კანდიდატი, იფიქრებდნენ, ე.ი იქ შეიძლება ბიზნესის დაწყება. კანდიდატობის სტატუსი ბიზნესს იზიდავს.  თქვენი ლიდერის პოლიტიკური საქმე დამთავრებულია. მმართველ პარტიას დაკარგული აქვს გონი.

აქციები ეს იყო - ქართული თავისუფლების, თავდადების, გმირობის მსოფლიო გამოფენა, რა თქმა უნდა, დიდი როლი შეასრულა ამან. სანქციების პროცესი და ხელისუფლების შეცვლის პროცესი დაწყებულია და აქციებს შეუძლია ეს დააჩქაროს. დეოლიგარქიზაციის პროცესი საქართველოში უკვე დაწყებულია. სჯობდა საოცარი დემოკრატის ავტორს, დროზე ეგრძნო პასუხისმგებლობა და გაგვცილებოდა მშვიდობიანად“, - აცხადებს „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი.  

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა 2023 წლამდე გადადო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა 2023 წლამდე გადადო

👉 „თქვენი თავის გარდა, არავინ გიშლით ხელს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ“ - მარკეტა გრეგოროვა

👉 „ჭირვეულობის დრო არ არის“ - ლევან იოსელიანი

👉 „არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო“ - იაგო ხვიჩია

👉გამოკითხვა - უნდა მიიღოს თუ არა მოსწავლემ სკოლაში სექსუალური განათლება