მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი თავისი ნებით აქ არ ჩამოსულა, დაუგეგმეს, ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა“ - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ის ამბობს, „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

„სააკაშვილი თავისი ნებით აქ არ ჩამოსულა, მას დაუგეგმეს, ის ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა, რისთვის, ხომ გაცხადდა, რომ აქ მოეხდიონა ქაოსი, არეულობა და შემდეგ პარლამენტის პიკეტირება, შემოვარდნა. მოსალოდნელი შედეგების იმედად იყვნენ, მათი ამოცანა იყო, რომ რევოლუცია მოეხდინათ, „ნაცმოძრაობა“ მოსულიყო ამ გზით ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი გახსნილიყო. დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული, აი, ხერხემალს რომ ეძახდნენ, იგივე მერაბიშვილი და დანარჩენებიც, ყველანი ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ ჩართულნი. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ნანობს, რადგან სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვინც კონკურენციას უწევს პარტიაში და ციხიდან მის ბრძანებებს არ ითვალისწინებს, ყველას ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც - ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილზე

👉 არა მგონია, ეს რუსეთის გაკეთებული იყოს, ვფიქრობ, უკრაინელ ოლიგარქებს სჭირდებოდათ მისი თავიდან მოშორება - გია ხუხაშვილი სააკაშვილზე

👉 იტალია და საფრანგეთი შეთანხმდნენ 700 რაკეტის შეძენაზე საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელსაც უკრაინასაც გაუგზავნიან - მედია

👉 აშშ-ში პოლიციამ შავკანიანი მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა, მემფისში საპროტესტო აქციები დაიწყო - CNN

👉 რუსეთი ვეღარ აწარმოებს საკმარის რაკეტებს მუდმივი მასიური დაბომბვისთვის - ოლექსი დანილოვი