მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინც კონკურენციას უწევს პარტიაში და ციხიდან მის ბრძანებებს არ ითვალისწინებს, ყველას ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც - ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილზე

მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე თავისუფლდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ის ამბობს, „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

„ვინც კონკურენციას უწევს პარტიაში და რაღაცნაირად მის ბრძანებებს ციხიდან ბოლომდე არ ითვალისწინებს და თავის თამაშს თამაშობს, ყველას ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც. „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებიც არის შუაში, რადგან ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა არ არჩევნების წინ და როგორც, ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, არ გაიმარჯვოს ლევან ხაბეიშვილმა“, - განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ ჩართულნი. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ნანობს, რადგან სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 არა მგონია, ეს რუსეთის გაკეთებული იყოს, ვფიქრობ, უკრაინელ ოლიგარქებს სჭირდებოდათ მისი თავიდან მოშორება - გია ხუხაშვილი სააკაშვილზე

👉 იტალია და საფრანგეთი შეთანხმდნენ 700 რაკეტის შეძენაზე საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელსაც უკრაინასაც გაუგზავნიან - მედია

👉 აშშ-ში პოლიციამ შავკანიანი მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა, მემფისში საპროტესტო აქციები დაიწყო - CNN

👉 რუსეთი ვეღარ აწარმოებს საკმარის რაკეტებს მუდმივი მასიური დაბომბვისთვის - ოლექსი დანილოვი

👉 ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, ეს მხარდაჭერა ციფრებში არის 30 ათასი გულშემატკივარი - ლაშა ფარულავა