მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემაშფოთებელი ფაქტია“ - კელი დეგნანი მოსმენებზე

მერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში

„მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა შეასრულონ პროფესიული საქმიანობა დაშინებისა და შიშის გარეშე“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კელი დეგნანი, ასევე, ურჩევს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, რომ მოსმენების შესახებ კანონის მიღება გადადონ, რადგან ის მსოფლიოში აღიარებულ პრაქტიკას არ შეესაბამება.

„ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და ეს არამხოლოდ ჟურნალისტებთან მიმართებით არამედ ზოგადად. სწორედ ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, რომ შეეყოვნებინა მოსმენების კანონის მიღება, რადგანაც იგი არ შეესაბამებოდა იმ საუკეთესო პრაქტიკას, რაც არის მიღებული ევროპასა და მსოფლიოში.

სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ გამოეძიებინა ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა მოსმენების შესახებ ინფორმაცია ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა პირების მიმართ და მოვუწოდებდით გამოძიების მნიშვნელობაზე. ეს არის შეშფოთების საგანი ყველასათვის, ჩვენ გვინდა საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უსმენენ უკანონოდ.ზოგადად მედიათავისუფლების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის პოლიტიკისთვის.

ამ კვირაში მქონდა შეხვედრა ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენლებთან, გვქონდა დისკუსია და ისინი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც არის. ეს შეეხებოდა ზეწოლას, თავდასხმებს და ამ მიმართებას ვხედავთ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა შეასრულონ პროფესიული საქმიანობა დაშინებისა და შიშის გარეშე და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება თავისი საქმიანობთ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანსაღი დემოკრატიისთვის“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 ივლისს ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ეთერით წამყვან გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება 14 ივლისს დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს პოზიტიური სიგნალი არ არის, ნეგატიური სიგნალია“ - რიკარდ იოზვიაკი მოსმენებზე

👉 ეს რატომ გააკეთეთ? რაღაცამ აგჭრათ? - სოსო გოგაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

👉 „ეს საბჭოთა კავშირი არ დამთავრდა საქართველოში“ - თინა ხიდაშელი

👉 „არცერთი გამოძიება არ დასრულებულა შედეგიანად, გამოჰკითხავენ თანამშრომლებს და აქ დასრულდება ყველაფერი“ - დიტო საძაგლიშვილი

👉 „ამ ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთადერთი რამ, დიდი პოლიტიკური ცვლილებები“ - გიორგი თარგამაძე