მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეთანხმებული მოქმედებების დროა“ - კარლ ჰარცელი

 საქართველოში ევროკავშირის ელჩი

„შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა საქართველოსთვის გახსნილი შესაძლებლობები, არ იქნეს ხელიდან გაშვებული“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. 

ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. 

„რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნეს ხელიდან გაშვებული“, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „დროა, მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან“ - კელი დეგნანი

✔️ „ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება პერსპექტიული თუ დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორს“ - გიგი გიგიაძე

✔️ რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება

✔️ „ერთმანეთს უკითხონ სახლში ლექციები“ - მაჭარაშვილი სახალხო მოძრაობის შექმნაზე