მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება პერსპექტიული თუ დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორს“ - გიგი გიგიაძე

დანიაში საქართველოს  ყოფილი ელჩი

„ეროვნული თანხმობის მთავრობა დაკომპლექტდება პოლიტიკურად არააფილირებული პროფესიონალებისგან“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიგი გიგიაძემ განაცხადა. 

მისის თქმით, მათი ამოცანა 12 დირექტივის განხორციელება უნდა იყოს. 

„ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება პერსპექტიული იმ შემთხვევაში თუ უკვე დაიწყება მოლაპარაკებები, საუბარი ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორს. მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად პერსპექტიული ფორმატი. ტექნიკური მთავრობა იქნება დაკომპლექტებული არაპოლიტიკურად აფილირებული პროფესიონალი ადამიანებისაგან, რომელთა უმთავრესი ამოცანა ამ 12 დირექტივის განხორციელება იქნება“, - აცხადებს გიგი გიგიაძე.

შეგახსენებთ, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - ერთი კვირის ვადაში გადადგეს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

3 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და რიგითი მოქალაქეები ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბებიან.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება

✔️ „საქართველოს ხელისუფლება ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“ - დავით არახამია

✔️ ირაკლი ღარიბაშვილი - 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რეალურად, მას შემდეგ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა