მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთმანეთს უკითხონ სახლში ლექციები“ - მაჭარაშვილი სახალხო მოძრაობის შექმნაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი

„ოპოზიციას ერთადერთი რამ მოეთხოვება ამ დროს, ერთადერთი რამ, რომ პარლამენტში ფეხები არ აბაკუნოს და  დეპოლარიზაცია არ გააღრმაოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია დეპოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობს.

„ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ ხალხის სახელით ისაუბროს და თან ეს ხალხი არ ჰყავს არჩეული არსად, არასდროს, მოატყუოს საზოგადოება, რომ რაღაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული. ეს შეიძლება ერთმანეთს უკითხონ სახლში ლექციები.

ოპოზიციას ერთადერთი რამ მოეთხოვება ამ დროს, ერთადერთი რამ, რომ პარლამენტში ფეხები არ აბაკუნოს და ჯანსაღად გვაკრიტიკოს, თუ რამე უნდა და ალტერნატიული წინადადებებიც, მათ შორის, შეიძლება შემოგვთავაზონ და ამაზე ვიმსჯელოთ და მეორე, დეპოლარიზაციის პროცესს ხელი შეუწყოს, კი არ გააღრმაოს პოლარიზება, რაც ამ 12 პუნქტიანი გეგმის გამოცხადებიდან მეორე დღესვე დაიწყო, არამედ როგორც მინიმუმ გაჩუმდეს ან გაჩერდეს მაინც“, - აცხადებს „ოცნების“ დეპუტატი. 

შეგახსენებთ, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - ერთი კვირის ვადაში გადადგეს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

3 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და რიგითი მოქალაქეები ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბებიან.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება პერსპექტიული თუ დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორს“ - გიგი გიგიაძე

✔️ რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება

✔️ „საქართველოს ხელისუფლება ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“ - დავით არახამია

✔️ ირაკლი ღარიბაშვილი - 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რეალურად, მას შემდეგ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა