მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება“ - გია ვოლსკი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე

ვიცე სპიკერი გია ვოლსკი

„სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მმართველი პარტიის წევრ ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს.

ვოლსკი წერს, რომ მსგავსი პროვოკაციები მოსალოდნელია. 

„რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცხყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა - „კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე” - სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება“, - წერს გია ვოლსკი. 

ცნობისთვის, „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის თქმით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ჭიქა ესროლეს.

წერეთლის თქმით, ინციდენტი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც საელჩოში ღონისძიება მიმდინარეობდა.

„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა... წარმოუდგენელია, დავიბენი“, - ამბობს ვატო წერეთელი.

აღნიშნულ ინციდენტზე ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან კელი დეგნანისგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი:

„საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე,“  - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ამავე თემაზე:

👉 „წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ, მტკნარი სიცრუეა“ - ირაკლი ზარქუა ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე

👉 ლევან ნიკოლეიშვილი: ანრი ოხანაშვილი ზრდილობით გამორჩეული პიროვნებაა, მაგრამ როცა გამიზნულ პროვოკაციას გიწყობენ, მოთმენა ძალიან ძნელია

👉 უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი წერეთლის მხრიდან - ანრი ოხანაშვილი