მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა 2023 წლამდე გადადო

საქართველოს და ევროკავშირის დროშები

ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხზე მსჯელობა 2023 წლამდე გადადო

ევროკომისიის წარმომადგენელი მიხეილ რუპის განცხადებით, ქართულ პოლიტიკურ ელიტას რეფორმების გასატარებლად მეტი დრო უნდა მიეცეს, ამიტომ ევროკავშირი მათ არ დააჩქარებს. 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულებისთანავე საქართველოს კანდიდატის სტატუსიც მიენიჭება. 

ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლიტიზირებისას საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა სიღრმისეულად იმუშაონ რეფორმებზე. როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტეტები 2023 წლისთვის. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე“, - განაცხადა მიხაილ რუპმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ჭირვეულობის დრო არ არის“ - ლევან იოსელიანი

👉 „არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო“ - იაგო ხვიჩია

👉 „ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა, საპროტესტო მუხტმა შეიძლება მოამზადოს რევოლუციური მუხტი“ - რამაზ საყვარელიძე

👉 „ვისურვებდი, რომ დღეს და ამ 6 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „ამღერდა საკრებულოების გუნდი, ამ სამ ხმას დღეს ბანი შეუერთდა, ტრიო გადაიქცა კვარტეტად“ - რომან გოცირიძე