მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხისგებაში უნდა მიეცეს“ - ბადრი ჯაფარიძე გოგაშვილზე

ლელოს წარმომადგენელი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს ციხეში სოსო გოგაშვილის მისამართით გაჟღერებულ მუქარაზე.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სოსო გოგაშვილმა ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაასაჯაროვა.

„როცა ასეთ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული და დადგენილი, ვისგან მოდის ეს საფრთხე და ეს ადამიანი პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული, ვინც არ უნდა იყოს ის.

როცა ასეთი განცხადება კეთდება, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელმაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაასაჯაროვა, რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს შესაბამის გამოძიებას - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა. 

დღეს სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა, განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მოკვლით ემუქრება მას და მის ოჯახს“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
 
 

დღეს 11 აგვისტოს  სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა, განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას და მის ოჯახს მოკვლით ემუქრება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რადიკალური ოპოზიცია დღეს არის ჩამალული“ - რატი იონათამიშვილი

👉 „პოლიტიკური ზეწოლა, აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ეს არის ჩვენი მოქმედების გეგმა“ - რომან გოცირიძე

👉 „ელჩების დადანაშაულება ბავშვური ქცევაა“ - ანდრიუს კუბილიუსი