მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიტიკური ზეწოლა, აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ეს არის ჩვენი მოქმედების გეგმა“ - რომან გოცირიძე

ნაცმოძრაობის წევრი

„კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის დროს  ხელისუფლების თამაში ითამაშა და „ოცნებას“ კოჭი გაუგორა“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

რომან გოცირიძის  განცხადებით, 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ყველანაირი პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებაა საჭირო. 

„ქართული ოცნება“ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაფრის გაკეთებას არ აპირებს. ჩვენ ვამბობდით, ეს არის იმიტაცია და იქნება ამ 12 კომისიის  ფარგლებში კოსმეტიკური ცვლილებები. თუმცა, კოსმეტიკურ ცვლილებებსაც არ აპირებენ. ყველაზე დიდი მაჩვენებელი ამისა არის ის, რაც მოხდა გუშინ წინ. 

კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება, წარადგინოს ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს თავმჯდომარე შეარჩია კომისიამ, ასე რომ ვთქვათ, კომისიამ  კოჭი გაუგორა „ქართულ ოცნებას“ და წარადგინა ის კანდიდატი, რომელიც მას უნდოდა. კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის დროს ხელისუფლების თამაში ითამაშა. 

მმართველ პარტიას არაფრის დათმობა არ უნდა, სანტიმეტრებს არ თმობენ, ამით ყველაფერი გასაგებია. ჩვენი მოქმედების გეგმა არის ჩვეულებრივი - საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ზეწოლა, აქციები, ყველა ბერკეტის გამოყენება, მათ შორის, საპარლამენტო ინსტრუმენტების. კომიტეტების სხდომის დროს ჩანს, საკითხების განხილვის იმიტაცია ხდება, თუ მუშაობა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ,  პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ - ირაკლი ქადაგიშვილი

👉 პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარუდგინა - გიორგი კალანდარიშვილი წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა

👉 „ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“ - კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

👉 „ქართული ოცნება“ ხან ვის უპირისპირდება, ხან ვის, ახლა პრეზიდენტზეა გადასული“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „პრეზიდენტი მზად არის „ნაციონალურ მოძრაობას“, თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში“ - ალუდა ღუდუშაური