მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ელჩების დადანაშაულება ბავშვური ქცევაა“ - ანდრიუს კუბილიუსი

ანდრიუს კუბილიუსი

„ვერ ვხედავთ „ოცნებისგან“, რომ მზად არის შეასრულოს კრიტერიუმები“, - ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ელჩების დადანაშაულება ბავშვური ქცევაა.

„საქართველოსთვის ითქვა, რომ არსებობს 12 პირობა, რომელიც უნდა შეასრულოს და ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ ძალიან ნათელი გზავნილი ევროკავშირის ინსტიტუტებიდან და ეს იქნება ბიძგი მმართველი პარტიისთვის, მთავრობისთვის, რომ დაიწყონ მოქცევა სხვანაირად, მაგრამ სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ დღემდე, ასეთ ქცევას ვერ ვხედავთ მმართველი პარტიიდან, მთავრობის ლიდერებიდან, რომლებიც დაგვარწმუნებენ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის შეასრულოს მოცემული კრიტერიუმები.  

მაკვირვებს, რომ მმართველმა პარტიამ, რომელსაც ევროკომისიამ და საბჭომ წაუყენა 12 მოთხოვნა, იმის ნაცვლად, რომ ევროპული საბჭოს დასკვნის შემდეგ გაეაზრებინათ ის, რომ განსხვავებულად უნდა ემოქმედათ, გააგრძელეს იგივე გზით - გააგრძელეს აგრესიული ენის გამოყენება, ბრალდებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ, ასევე, დაადანაშაულეს ყოფილი ევროკავშირის ელჩი, ეს არის ბავშვური ქცევა, წარმოუდგენელი რამ.

თუ ქვეყანას სურს, გახდეს ევროპის თანამეგობრობის წევრი, ასე არ უნდა იქცეოდეს. არის შეცდომები მმართველი პარტიის წევრების მიერ, რომლებიც იყო დასახელებული საბჭოსა და კომისიის მიერ და მმართველმა პარტიამ უნდა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა და არ დაადანაშაულოს სხვები საკუთარი შეცდომებისთვის“, - აცხადებს კუბილიუსი

აგრეთვე წაიკითხეთ:

„დასავლეთის ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ 2008 წელს საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა არ მიეცა“ - ანდრიუს კუბილიუსი

✅ „კრემლის მთავარი მიზანი საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაციაა“ - ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი