მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივიღე მუქარა ივანიშვილისგან, თუ არ გავჩერდები, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება, შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა“ - სოსო გოგაშვილი

სოსო გოგაშვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო. როგორც წერილში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში, თუ გოგაშვილი სასურველ ჩვენებას არ მისცემს, მაშინ მის ოჯახს გაანადგურებენ.

„კეთილი ფილანტროპი, არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერმედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას.

მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას - დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი.

ასევე, მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ, ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს - დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“, - წერს გოგაშვილი.