მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატიმარი 2 კილომეტრიდან ვერ ჩართეს - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სააკაშვილის ინტერესების დამცველმა იუსტიციის სამინისტროს სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ მათ პატიმრის დისტანციურად ჩართვა 2 კილომეტრიდან ვერ მოახერხეს. 

„სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს, სირცხვილი მათ. პატიმარი ვერ ჩართეს 2 კილომეტრიდან. ყველაფერს ცდილობენ, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი. სხვა არაფერი არ ჰქვია ამას“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრის 11:00 საათამდე გადაიდო. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ კი პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს

ამავე თემაზე: 

☑️ მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს

☑️ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ ერთვება

☑️  მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს