მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთავში

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

აქციაზე შეკრებილი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. 

„ძალიან ძნელია „ქართული ოცნების“ ნაბიჯების პროგნოზირება, ერთი რამ არის ყველასთვის ცხადი, ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს მიხეილ სააკაშვილი, იმდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ საზოგადოებას ვერც კი ანახებენ მის სახეს. 

ვიზუალურად გამოქვეყნება იმისა, რომ რაც ხდება მის თავს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იციან რომ იქნება დიდი აღშფოთების წინაპირობა. აი, ეს არის სიმართლე. ეს არის ნამდვილი, პუტინისტური, ავტოკრატიული რეჟიმის მოქმედებები“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „მთავართან“ საუბარში.

ამავე თემაზე: 

✔️ მზად არიან მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართონ - ზურაბ ჩხაიძე