მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ ერთვება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე Pia.ge

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ სასამართლო პროცესს დისტანციურად ვერ ერთვება. 

პროცესზე დისტანციურად მესამე პრეზიდენტის ვერ ჩართვის მიზეზად შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობების არ ქონა დასახელდა. 

„რა გავაკეთოთ? ამ ადამიანის პროცესი აღარ ტარდება, არის მოთავსებული კოლბაში და მის მიმართ სამართლებრივი სივრცე აბსოლუტურად გაიყინა“, - თქვა პროცესზე სააკაშვილის ინტერესების დამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ. 

მანამდე კი, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ექსპრეზიდენტი პროცესზე დისტანციური ჩართვისთვის მზად იყო. 

ამასთან, მოპასუხე მხარე სააკაშვილის პროცესების 1 თვით გადადებას ითხოვს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესი გრძელდება. 

ამავე თემაზე: 

☑️  მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს