მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს.

მოსამართლის თქმით, მოისმინა მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველის შალვა ხაჭაპურიძის განცხადება და საჭიროდ მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილება. 

„მოვისმინეთ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა, ამ შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის პოზიციაც, მიმაჩნია რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს დაევალოს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალა 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, რაც მათ აქვთ, გადასცენ დაცვის მხარეს“, - განაცხადა მოსამართლემ სასამართლო პროცესზე. 

ამავე თემაზე: 

☑️ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ ერთვება

☑️  მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს