საზოგადოება

673 260 ლ - კოსმეტიკური მომსახურება; 191 643 ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება - ამირან სალუქვაძე ე.წ. პიჯაკების საქმეში შემავალ ხარჯებს აქვეყნებს

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge
1634059281
დაკოპირებულია

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ე.წ. პიჯაკების საქმეში შემავალ ხარჯებს აქვეყნებს, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ედება ბრალად.

ამირან სალუქვაძის თქმით, ამ ე.წ. პიჯაკების საქმეში ჩამოთვლილია პირადი და ზედმეტად პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სახელმწიფოს და გადამხდელების ხარჯზე:

„სააკაშვილის პიჯაკების საქმედ მონათლული ხარჯები:

673 260ლ - კოსმეტიკური მომსახურება;

191 643ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება;

75 181ლ - სტილისტ ალი კამალის მომსახურება;

6 342ლ - მარიამ საჯაიას სასტუმრო;

6 401ლ - ალანა გაგლოევას სასტუმრო;

15 873ლ - ქრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო და მგზავრობა;

38 247ლ - ვერა ქობალიას ოჯახის მგზავრობა;

5 430ლ - სოფო ნიჟარაძის სასტუმრო, საჩუქრები;

503 383ლ - სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავება კერძო მიზნებისთვის;

45 214ლ - სააკაშვილის ლიმუზინი ქ. ვერონაში;

35 550 - სააკაშვილისთვის ველოსიპედის დაქირავება 3 წლის მანძილზე;

25 237ლ - ქ. პიზაში (იტალია) იახტის დაქირავება;

49 499ლ - 7 პიჯაკი და 1 ქაშმირის სპორტული პალტო;

7 994 - ხელნაკეთი 2 კოსტუმი;

53 283ლ - 10ც მაჯის საათი;

15 989ლ - ლონდონში მხატვრის მიერ მკერდით შესრულებული ნახატი;

57 000 - სააკაშვილის შვილების სწავლის საფასური;

127 858ლ - ტაილანდის კურორტ ფხუკეთში სააკაშვილის, ვარშალომიძის და ბაქრაძის 2 დღის ხარჯი: მგზავრობა, სასტუმრო, კვება.

სულ 8 837 461 ლარი.

ამ ყველაფერზე დაუჩემებიათ „პიჯაკები“. აქ არ შედის სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ან სამუშაო ვიზიტების ხარჯები და არც არავინ კითხულობს ამერიკაში, გერმანიაში, აზერბაიჯანში თუ სხვა სახელმწიფოში ვიზიტებისას ძვირიან სასტუმროში იყო თუ ზომიერში, დელეგაციაში 15 პირი ახლდა თუ 135 და რა ჯდებოდა ეს ვიზიტები.
ამ ე.წ. პიჯაკების საქმეში ჩამოთვლილია პირადი და ზედმეტად პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სახელმწიფოს და გადამხდელების ხარჯზე.

როცა აპარტამენტებს ყიდულობს მაიამში, ოდესაში, როცა კიევთან ახლოს ორ სახლს იშენებს მაღალტექნოლოგიური მასალებით, როცა არჩევნებზე, მედიებზე წლების მანძილზე ასეულობით მილიონს ხარჯავს, როცა მსოფლიოს უმტკიცებდა კორუფცია დავამარცხე და ხალხი ხელფასზე ცხოვრობსო, თანაც თავადაც საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა, წვრილმანი ხარჯებისთვის, პირადი საჭიროებები ჯიბიდან უნდა დაეფარა. ბოდიშების ნაცვლად, ყველაფერს უარყოფენ და აქეთ იმუქრებიან. 9 ათასი პატიმარი ზის გაცილებით მსუბუქ კი არა, ზოგიერთი უმნიშვნელო დანაშაულზე და ხალხს მოუწოდებს, მოდით და მე დამიხსენითო. ვინც ამართლებთ, თქვენი მედასავლეთეობა არ გაიშვა“, - წერს ამირან სალუქვაძე.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. 8 წლის შემდეგ კი, პირველ ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დამადასტურებელი ვიდეოები გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

ამავე თემაზე:

📣 ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დააპატიმრეს

📣 სააკაშვილი რევოლუციონერია და არა პოლიტიკოსი - ალესია ბაცმანი (ვიდეო)

📣 „მიხეილ სააკაშვილი საკანში მარტო საკუთარი სურვილით იმყოფება“ - პენიტენციური სამსახური