მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კიბერშეტევა დღეს ისევ განახლდა“ - „დედაენის ბარის“ მფლობელი

„დედაენის ბარის“ მფლობელი

„დედაენის ბარის“ მფლობელი დათა ლაფაური აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბარზე კიბერშეტევა ისევ განაახლეს. 

მისივე თქმით, აღნიშნული თავდასხმა არამარტო „დედაენის ბარის“, არამედ მთელი საქართველოს გამოწვევაა.

„კიბერშეტევა დღეს ისევ განახლდა, არა ისეთი ტემპებით, როგორც გუშინ მიდიოდა, მაგრამ მიმდინარეობს დღესაც. ჩვენ ისევ ვცდილობთ გარკვევას პროფესიონალებთან, ზუსტად რა იქნება ჩვენი ნაბიჯები ჩვენი მხრიდან რომ განხორციელდეს და ასევე ვერკვევით ლეგალურ პროცედურებში. ჯერჯერობით შესაბამისი უწყებებისთვის არ მიგვიმართავს.

ძალიან ბევრი დაწესებულება დაგვიკავშირდა, არის საუბარი, რომ იზიარებენ ჩვენს გამოწვევას და რაც დედაენის თავს ხდება, არ ხდება რეალურად მხოლოდ დედაენის თავს, ეს არის აბსოლუტურად ყველა სტუმარმასპინძლობის სექტორის გამოწვევა და სრულიად საქართველოსი. ძალიან გვიხარია, რომ გვიზიარებენ ამ მხარდაჭერას“, - განაცხადა ლაფაურმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს „დედაენის ბარზე“ რუსებმა კიბერშეტევა განახორციელეს. ოკუპანტების გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბარის მომსახურე პერსონალი უარს ამბობს რუსულ ენაზე ესაუბრონ მათ, გარდა ამისა, რუსებს ვიზის გარეშე არ შეუძლიათ ბარში შესვლა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✔️  მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში გერმანელი „ტურისტები“ რომ ჩასულიყვნენ და პაბებში გერმანული სიმღერები ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდა ბრიტანეთს? რა შუაშია ქსენოფობია? - ბოკერია

✔️  თქვენი პარტიის, „ნაცმოძრაობის“ მიტინგი იყო რუსთაველზე, როდესაც დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ და არავის რეაქცია არ ჰქონია

✔️ თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანის უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე, არც კულტურაზე - ირაკლი კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტს