მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თქვენი პარტიის, „ნაცმოძრაობის“ მიტინგი იყო რუსთაველზე, როდესაც დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ და არავის რეაქცია არ ჰქონია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„რაც შეეხება, რუბლებში მომსახურებას, ეს არის კანონით აკრძალული. ბუნებრივია, კანონის ფარგლების, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცა საუბრობს ერთ ენაზე და მეორე, მეორეზე. ეს ადამიანების გადასაწყვეტია, ეს არის კონსტიტუციური უფლება,“ - ასე მიმართა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ გახდებიან ქსენოფობიური კამპანიის ნაწილი.

„თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა, რუსულ ენაზე, რომ რაღაცას ლაპარაკობთ. თქვენი პარტიის, „ნაცმოძრაობის“ მიტინგი იყო, რუსთაველზე პარლამენტის წინ, როდესაც დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ და არავის რეაქცია არ ჰქონია. იმაზე არ გქონიათ რეაქცია და ახლა, თურმე ვიღაცა რიგითი მოქალაქე რუსულად რომ ესაუბრება რუს ტურისტს, ეს ყოფილა ზიზღის გაღვივების საფუძველი. ერთ რამეს მოგიწოდებთ, ეს არის კამპანია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება უზოგადეს პრინციპებს ადამიანის უფლებებს, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართალს და ყველაფერს. მოგიწოდებთ ადამიანურად, ნუ გახდებით ამ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიის ნაწილი,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ  რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. კობახიძის შეფასებით, ტყუილია, რომ ეს საფრთხეა.

აგრეთვე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობის შემოსვლა ოპოზიციის მიერ მოგონილი ტყუილია.

მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უკრაინაში ომის დაწყებიდან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკაც გააცნო და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი 2019 წლის  მონაცემებს ჩამორჩება.

ირაკლი კობახიძის თქმით, კვლევებითაც დასტურდება, რომ საქართველოში ძირითადად ახალგაზრდები შემოდიან, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად, არიან IT-ის, კულტურის, მენეჯმენტის სფეროდან და დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაზრდის მიზანია საქართველო ომში ჩაერთოს.