მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მისი სურვილია, ხალხი არ გაჩერდეს“ - ლიზა იასკო სააკაშვილზე

უკრაინის რადას დეპუტატი

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სურვილია, რომ ხალხმა ბრძოლა განაგრძოს.

„სამწუხაროდ, შემიძლია გითხრათ, რომ ის დასუსტებულია, რადგან უკვე მისი შიმშილობის მე-16 დღეა. ძალიან მაწუხებს მისი მდგომარეობა, რადგან პირად ექიმს დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ მასთან. ის გუშინდელი დღისთვის მადლობელია. საბრძოლო განწყობაზეა და მადლობელია, რომ გაიგო ქართველი ხალხის ხმა.

მისი სურვილია, რომ ხალხი არ გაჩერდეს. მინდა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა და იყოს თავისუფალი. ბევრი საქმე დატოვა კიევში, ასევე კომფორტი, რომელიც მას ჰქონდა, კიდევ სახლი და კარგი პოზიცია. ჩამოვიდა საქართველოში ქართველებისთვის, რადგან ისინი ძალიან უყვარს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან განსაკუთრებულია.

ახლა მნიშვნელოვანია, ის გამოვიდეს ციხიდან. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ ამას არ აპირებს, რადგან ეს მისი ბრძოლა და საშუალებაა, დაამტკიცოს, რომ არაა დამნაშავე“, - აღნიშნა ლიზა იასკომ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

⭕ „ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია