მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

გია ბუღაძე

„მიშასთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკოსები არიან პატარა ჭიანჭველები. შემოვიდა და ტემპი აჩქარდა, პირდაპირ ქარბორბალა დაატრიალა“- ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა.

როგორც გია ბუღაძე აღნიშნავს, ყოფილ პრეზიდენტს გარკვეული მოვალეობები და მისია აქვს, რომელიც უნდა აღსრულდეს.

„მას გარკვეული მოვალეობები აქვს, გარკვეული მისია აქვს, რომელიც უნდა აღსრულდეს, თუ არა და ჩვენ გადავვარდებით უღრმეს ჭაობში, რომელსაც გვიმზადებს რუსეთი.

გზაგასაყარზე ვდგავართ და მიშამ შემოგვთავაზა ასეთი რამ: თუ გინდათ დასავლეთი, მოიპოვეთ ეს ჩემი თავისუფლებით. თქვენ თუ ისევე გაწირავთ მესამე პრეზიდენტს, როგორც გაწირეთ პირველი, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაშინ თქვენ ჯერ ჩამოყალიბებული ერი არ ხართ.

რამდენი ერია მსოფლიოში? 600-მდე დაახლოებით, რამდენს აქვს სახელმწიფო? - 200-მდე ქვეყანას და რუსეთი ყოველ დღე ამტკიცებს იმას, რომ ქართველი არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მქონე, რომ მას ეს კულტურა და გამოცდილება არ აქვს“, - განაცხადა გია ბუღაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✅„მე-14 დღეა შიმშილობს და მდგომარეობა დამძიმებული უნდა იყოს“ - სააკაშვილის პირადი ექიმი

✅„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს“ - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

✅„ღირსებად არ მიმაჩნია, ციხეში მყოფი მოშიმშილე ადამიანისათვის ფეხის დაჭერა“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)