მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

ბურჭულაძე

„მივესალმები გამოღვიძებულ საქართველოს და მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ ერთად, რწმენის სიყვარულისა და გამარჯვების იმედით გაერთიანებულს“, - ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე განაცხადა.

მან საზოგადოებას გაერთიანებისაკენ მოუწოდა.

„მინდა მივესალმო მიხეილ სააკაშვილს და ვუსურვო, რომ ის მალე ჯანმრთელი და თავისუფალი გვენახოს.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 90-იანებში დავბრუნდით, სადაც ჩვენს მტერს ხელიდან გამოვტაცეთ სამშობლო და ახლაც იგივეა გასაკეთებელი. არ დაგვავიწყდეს რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ყველა უნდა გავერთიანდეთ ერი და ბერი და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✅„მე-14 დღეა შიმშილობს და მდგომარეობა დამძიმებული უნდა იყოს“ - სააკაშვილის პირადი ექიმი

✅„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს“ - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

✅„ღირსებად არ მიმაჩნია, ციხეში მყოფი მოშიმშილე ადამიანისათვის ფეხის დაჭერა“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)

✅„სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! მიშა, შეხვედრამდე თავისუფლებაზე“ - იულია ტიმოშენკო