მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული გუნდის ფეხბურთელი კლუბის ბაზიდან ფარულად გაიქცა და რუსეთი დატოვა

ურუგვაელი ფეხბურთელი გილერმო ვარელა
1658742344
სპორტი

მოსკოვის „დინამოს“ ურუგვაელმა ფეხბურთელმა გილერმო ვარელამ რუსული გუნდი ისე დატოვა, რომ ამის შესახებ არავის არ აცნობა. 

ფეხბურთელი კლუბის ბაზიდან 24 ივლისს ღამით ფარულად გაიქცა და რუსეთიდან გაფრინდა.

მოსკოვის „დინამოში“ აცხადებენ, რომ ვარელას ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ვერ უკავშირდებიან.

მანამდე ურუგვაელი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ამჟამინდელი კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედებდა. ვარელას საქციელს კლუბი სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევად მიიჩნევს.

„ის უბრალოდ გაიქცა, სულ ესაა. ვარჯიშის დაწყებამდე მწვრთნელს შეხვდა, უთხრა, რომ კიდევ ერთი წელი უნდოდა ეთამაშა. მოგვიანებით ტელეფონი გათიშა და გაიქცა“, - განაცხადა „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა. 

ვარელა კარიერის გაგრძელებას ბრაზილიურ „ფლამენგოში“ გეგმავს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 დაღუპულია სულ მცირე 17 მიგრანტი, მათ შორის ჩვილი - ბაჰამის კუნძულებთან გემი ჩაიძირა

👉 შეიარაღებულმა პირმა უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ქალაქის ყოფილი მერი - შემთხვევა ფილიპინებში

👉 ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი - შემთხვევა კენიაში

👉 სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა - შემთხვევა კალიფორნიაში

👉 უკრაინა კომპრომისზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს - ჰენრი კისინჯერი