მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაღუპულია სულ მცირე 17 მიგრანტი, მათ შორის ჩვილი - ბაჰამის კუნძულებთან გემი ჩაიძირა

ბაჰამის კუნძულებთან ჩაიძირა გემი

ბაჰამის კუნძულების სანაპიროებთან გემი ჩაიძირა, რომელსაც ათობით მიგრანტი გადაჰყავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

ამერიკული მედია იტყობინება, რომ მიგრანტებით დატვირთული გემი, სავარაუდოდ ამოტრიალდა, დაღუპულია 17 ადამიანი, მათ შორის ჩვილი. 

გემზე მყოფი 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. 

ამავე ინფორმაციით, გემზე სულ 60 ადამიანი იმყოფებოდა. გემი მაიამისკენ მიემართებოდა. გემზე ჰაიტელი მიგრანტები იმყოფებოდნენ. 

 ბაჰამის კუნძულებიდან ორი ადამიანი დააკავეს ადამიანების კონტრაბანდის სავარაუდო ოპერაციის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 შეიარაღებულმა პირმა უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ქალაქის ყოფილი მერი - შემთხვევა ფილიპინებში

👉 ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი - შემთხვევა კენიაში

👉 სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა - შემთხვევა კალიფორნიაში

👉 უკრაინა კომპრომისზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს - ჰენრი კისინჯერი

👉 „უკანონოდ დაკავება, არაადამიანური მოპყრობა, წამება ელექტროშოკით“ - Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში გამოაქვეყნა

👉 ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა როდის დაიწყებენ უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას