მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეიარაღებულმა პირმა უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ქალაქის ყოფილი მერი - შემთხვევა ფილიპინებში

სროლა და მკვლელობა ფილიპინებში

შეიარაღებულმა პირმა ფილიპინების დედაქალაქში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც  დაიღუპა ქალაქის ყოფილი მერი და კიდევ ორი პირი. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა უნივერსიტეტში კურსდამთავრებულების ღონისძიება იმართებოდა. 

ამერიკული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი ორი პისტოლეტით იყო შეიარაღებული. ის ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა შემთხვევის შემდეგ გაქცევას ცდილობდა. 

კეზონ სიტის პოლიციის უფროსის თქმით, მომხდარში ეჭვმიტანილს სავარაუდოდ დიდი ხნის უთანხმოება ჰქონდა სამხრეთ პროვინციის ქალაქ ლამიტანის ყოფილ მერთან. 

ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მკვლელობა უთანხმოებას უკავშირდება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი - შემთხვევა კენიაში

👉 სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა - შემთხვევა კალიფორნიაში

👉 უკრაინა კომპრომისზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს - ჰენრი კისინჯერი

👉 „უკანონოდ დაკავება, არაადამიანური მოპყრობა, წამება ელექტროშოკით“ - Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში გამოაქვეყნა

👉 ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა როდის დაიწყებენ უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას