უცხოეთი

ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი - შემთხვევა კენიაში

ავტოსაგზაო შემთხვევა კენიაში
1658732210
დაკოპირებულია

კენიაში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, შემდეგ გზატკეცილზე მდინარეში ჩავარდა და სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

„ავტობუსი ცენტრალური ქალაქ მერუდან ავტომაგისტრალის გასწვრივ დედაქალაქ ნაირობისკენ მოძრაობდა და მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო“, - წერს მედიასაშუალება ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით. 

სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექს მუგამბიმ თქვა, რომ გარდაცვლილების რაოდენობა, სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. 

ადგილობრივები კენიაში გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და გადაჭარბებულ სიჩქარეს უკავშირებენ. 

შეგახსენებთ, 8 ივლისს სულ მცირე 20 მგზავრი დაიღუპა კენიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა - შემთხვევა კალიფორნიაში

👉 უკრაინა კომპრომისზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს - ჰენრი კისინჯერი

👉 „უკანონოდ დაკავება, არაადამიანური მოპყრობა, წამება ელექტროშოკით“ - Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში გამოაქვეყნა

👉 ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა როდის დაიწყებენ უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას

👉 დონბასში შეტევები რუსი აგრესორებისთვის კვლავ წარუმატებლად დასრულდა - უკრაინის გენშტაბი