მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იგრძნო იმის თავისუფლება, რომ ობიექტურად შეაფასოს პროცესები“ - გია ხუხაშვილი პრეზიდენტზე

ხუხაშვილი და პრეზიდენტი

„პრეზიდენტი დღეს პირველად იყო თავის სტატუსსა და როლში, რაც ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ჩემი აზრით, ეს გამოსვლა იყო გამორჩეული თავისი აქცენტებით. მისდამი ძალიან კრიტიკულად, თუმცა, დღეს სხვა განწყობა გამიჩნდა. ის ეცადა ყოფილიყო ზეპარტიული პრეზიდენტის სტატუსში და ეს ნორმალურად გამოუვიდა“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგენას.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს კითხვაზე, რამ განაპირობა პრეზიდენტის მიერ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და ხომ არ შეიძლება ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას დავუკავშიროთ, ექსპერტი პასუხობს, რომ გარკვეულწილად ეს დასაშვებია.

„გარკვეულწილად კი, რადგან ის შეიძლება გრძნობდა ბიძინა ივანიშვილის წინაშე პასუხისმგებლობას. ივანიშვილი, როგორც ჩანს, მის ტელეფონს აღარ იღებს და შესაბამისად, მან იგრძნო იმის თავისუფლება, რომ გვერდიდან, ობიექტურად შეაფასოს პროცესები, რაც მისასალმებელია“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა პრეზიდენტი მზად იყოს გიორგი რურუას შეწყალებისთვის, თუმცა ამისთვის მხარეებს შორის შეთანხმებაა საჭირო.

„თუ მოხდება დიდი შეთანხმება, რომლის ნაწილიც გიორგი რურუას შეწყალების საკითხი იქნება, არ მგონია პრეზიდენტი გაჯიქდეს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებისკენ მოწოდება პრეზიდენტის მხრიდან სწორი განცხადება იყო.

„ეს არის სწორი და ადეკვატური გზავნილი. მე არ მესმის ამ დრომდე რატომ არის ელჩი აქ. ეს გაბუტვა ერთი სააკაშვილის გამო, არ მგონია სწორი და კორექტული ნაბიჯი იყოს უკრაინის მიმართ. იმ სიტუაციაში, როცა შეიძლება სერიოზული პრობლემები გაჩაღდეს, რაც ჩვენ პირდაპირ თუ არა ირიბად გვეხება, არ ვფიქრობ, რომ ელჩის საქართველოში ყოფნა არის სწორი ნაბიჯი“, - განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენება გააკეთა.

პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების მნიშვნელობა შეახსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა საკმარისად ვერ შეაფასა.

ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა, ქვეყნის დემოკრატიული პროგრესი უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული დეტალები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“ - პრეზიდენტი

⭕ „ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება“ - სალომე ზურაბიშვილი

⭕ „ოპოზიციის მხრიდან გაგრძელდება ძალისხმევა, რომ ხუთივე პუნქტზე შეთანხმება მოხდეს“ - ბადრი ჯაფარიძე