მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატრიოტიზმი არის ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარი“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და არსებულ სიტუაციას აფასებს. მისი თქმით, შს სამინისტროს მიმართ ნდობა ნულის ტოლია.

მისი თქმით, გარდაცვლილის დისკრედიტაციას უსაფუძვლოდ ცდილობენ:

„ეს კადრების გავრცელება, წინასწარი კვალიფიკაციის მიცემა და მინიშნებით საუბარი, მაგონებს ბნელ წარსულს, წინა ხელისუფლების პერიოდში რასაც ვაპროტესტებდით. ზუსტად იგივე ხალხი, იგივე ტექნოლოგიებით, ცდილობს გარდაცვლილის დისკრედიტაციას ისე, რომ ამის საკმარისი საფუძველი ჯერ არ აქვს.

გვაჩვენებენ კადრებს და თვალის პაჭუნით მინიშნებებს გვიკეთებენ. ეს არის ამორალური და უზნეო საქციელი. ეს არის აღიარებითი ჩვენება შს სამინისტროს მხრიდან, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან შეასრულონ ერთადერთი დავალება, როგორმე 5 ივლისის მოვლენები და ამ ადამიანის გარდაცვალება გაწყვიტონ და მათ შორის კავშირი არ გამოჩნდეს.

აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ აქვთ, მაგრამ წინასწარ გვთავაზობენ ვერსიებს, თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ნდობა მათ მიმართ არის მიზერული, ნულის ტოლი. ამის შემდეგ სულ ანგელოზები რომ იყვნენ და სიმართლე ილაპარაკონ, ნდობა იქნება ნული“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბრისას საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაც შეაფასა:

„წარმოუდგენელი იყო დღეს პრემიერის გამოსვლა. ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები. მცემელიც და ნაცემიც დამნაშავე იყო. ორივე მხარეს სააკაშვილი მოქმედებდა. ეს არის ლოგიკური აბსურდი და სრულ იდიოტებზე გათვლილი რიტორიკა, სადაც ლოგიკის ნატამალი არ იყო. გამახსენდა ერთი რამე: - „პატრიოტიზმი არის ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარი“, - აღნიშნა ხუხაშვილმა Pia.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, 5 ივლისს პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები „ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, გუშინ 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა.

შსს-მ ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დათო კუტალაძე დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დათო კუტალაძე დააკავეს

👉 ვნახეთ ინექციაზე საეჭვო უბნები ორივე საზარდულის მიდამოში

👉 „საბჭოთა მილიცია და კგბ-ს სკოლა ისევ მუშაობს“

👉 ვისთვის აშავებენ ჩემს შვილს?