მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

441 თბილისი, 75 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

უცხოური მედია - ევროპაში არ არსებობს ისეთი ღვინოები და ყურძნის სახეობები, რომლებსაც საქართველოში შეხვდებით
1626073208
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 14 200 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 659 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.87 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.24%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 441

⭕ აჭარა - 75

⭕ იმერეთი - 37

⭕ ქვემო ქართლი - 15

⭕ შიდა ქართლი -17

⭕ გურია - 1

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 26

⭕ კახეთი - 29

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 7

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 11

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 378 საიდანაც: 3 740 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 995, აჭარაში - 187, იმერეთში - 421.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში - 388, აჭარაში - 46, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი, მათგან თბილისში - 123, აჭარაში - 2, იმერეთში - 8.

902 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 655 - თბილისში, 242- აჭარაში. 7 736 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება?

👉 „თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“

👉 „ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია“

👉 „ინდური შტამი უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე“