მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია“ - ივანე ჩხაიძე

იაშვილის კლინიკის დირექტორი
1625738376
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყველანაირი პარამეტრით გაუარესებულია.

ჩხაიძის თქმით, შემთხვევების მატება იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.

ამასთან, ექიმის განცხადებით, რისკი იმის, რომ უახლოეს მომავალში მდგომარეობა დარჩეს არასტაბილური და ინფიცირების რაოდენობა გაიზარდოს, ნამდვილად არსებობს.

„უფრო ადრე მივიღეთ შემთხვევების მცირე, მაგრამ მაინც მატება, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა. შესაბამისად, იმის რისკი, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში მდგომარეობა დარჩეს ასეთივე არასტაბილური და ინფიცირების რაოდენობა გაიზარდოს, ნამდვილად არსებობს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის კოვიდინფიცირების 1043 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 841 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 373 728 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ამავე თემაზე:

🔴 „იმის საფუძველი, რომ ეპიდვითარების კუთხით საქართველო მაღალი საშიშროების დონის ქვეყნად გამოცხადდეს, არ არსებობს“ - ივანე ჩხაიძე

🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები

🔴 „კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ“ - გებრეისუსი