მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“ - მარინა ენდელაძე

 ახალგაზრდებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებამ მოიმატა
1625739295
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ, საინფორმაციო სააგენტო pia.ge-თან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ზაფხულის ბოლოს გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწიოს.

„ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით არ მაქვს დადებითი დინამიკის იმედი. ვფიქრობ, რომ ძალიან საყურადღებოა არსებული ვითარება, თუმცა არა საგანგაშო. მგონია, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს. ძალიან ბევრი რამ გაიხსნა, პირბადეებს აღარ იყენებს მოსახლეობა, არის მიტინგები, თავშეყრის დიდი ადგილები, ზაფხულის სეზონია და გარკვეული რისკის ქვეშ ვართ, არ უნდა მოვდუნდეთ და მოსახლეობამ კიდევ უფრო მეტად უნდა დაიცვას რეგულაციები“, - აცხადებს მარინა ენდელაძე.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.

„პირბადე მოხსნილია ღია სივრცეში, სადაც არ არის სერიოზული თავშეყრები, სადაც თავშეყრის ადგილებია და ახლო კონტაქტებია ადამიანების, იქ პირბადე აუცილებლად გამოსაყენებელია.

ისეთი რაოდენობა მოსახლეობის არ არის აცრილი, რომ ვიყოთ მშვიდად. მართალია, ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება დაემართოს ადამიანს კორონავირუსი, შედარებით იშვიათად, თუმცა, ასეთ დროს არ გვქონია მძიმე შემთხვევები და გართულებები.

ვაქცინა იცავს ადამიანს ვირუსისგან ან დამძიმებისგან. ვაქცინაციაზე ძალიან უნდა გააქტიურდეს მოსახლეობა და უფრო მეტი უნდა იყოს მსურველი, ვიდრე არის. ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თავდაცვაა ვირუსისაგან, რეგულაციებთან ერთად“, - აღნიშნავს მარინა ენდელაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის კოვიდინფიცირების 1043 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 841 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 373 728 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია“

👉 „კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ“

👉 „ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანია გახსნილი“