მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება? - გამყრელიძის განმარტება

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1625827434
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ვებინარზე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია.

„გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ წესები და რეკომენდაციები, თუ არ გვინდა რომ შეზღუდვები დაწესდეს კვლავ. ეს რეკომენდაციები გახლავთ ის 5 წესი, რასაც ხშირად ვასახელებთ. შიდა სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელია. თუ გარე სივრცეში ხდება დიდი თავშეყრა, აუცილებელია პირბადის გამოყენება. ასევე, მნიშვნელოვანია მოვერიდოთ დიდ თავშეყრებს“ - აცხადებს გამყრელიძე.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, მაშინ შეზღუდვების დაწესება არ გახდება საჭირო.

„საკოორდინაციოზე აუცილებლად გავაჟღერებთ, რომ კონფერენციებზე, სემინარებსა და ტრენინგებზე მხოლოდ დაუშვან ორჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არ არის „ქართული ველოსიპედი“, ბევრ ქვეყანაში ეს ხორციელდება. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, აქტიურად იქნება ვაქცინაცია, მაშინ არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვების დაწესება.

თუ შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა ნახტომისებურად, მაშინ, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის კოვიდინფიცირების 1108 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 714 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 374 836 შემთხვევაა დადასტურებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“

👉 „ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია“

👉 „ინდური შტამი უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე“